Tuesday, November 11, 2014

მეცხრე დღე

ჩვენი ტრენინგი დასრულდა. მოვაწესრიგეთ ყველა საქაღალდე და წარუდგინეთ აუდიტორიას. სამუშაო დღე იყო საინტერესო.მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი საინტერესო იყო. ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდე ჩემს საქმეს და წარმატებითაც გავართეთ თავი. მჯერა პროექტს განვახორციელებ. გიორგი არავიაშვილს ვუხდით მადლობას ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის და ვუსურვებ წარმატებებს. ასევე წარმატებებს უსურვებ ტრენინგის ყველა მონაწილეს.

Thursday, November 6, 2014

მერვე დღე

დღე დავიწყეთ შეფასების რუბრიკების გაცნობით. ყველა მასწავლებელმა წარვადგინეთ პროექტის შეფასების რუბრიკები. შემდეგ გადავედით სახელმძღვანელოს მოდულ მე-6 და მე-7 ზე. პროექტის გეგმაში განვიხილეთ და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება.
შევავსეთ პორტფოლიო ჩვენს მიერ შექმნილი რესურსებით და განვათავსე ჩემს ბლოგზე.

Tuesday, November 4, 2014

დღე მეშვიდე

მეშვიდე გაკვეთილზე მოვისმინეთ მასწავლებლების მიერ გაკეთებული პრეზენტაციები.კერძოდ, მოსწავლის ნიმუშები, ბროშურები და მასწავლებლის პრეზენტაციები.
გავიმეორეთ  ბლოგზე ახალი გვერდის დამატება, დავამატეთ გვერდი ,,გალერეა", ვისწავლეთ სურათების ატვირთვა, მასზე სათაურის დამატება, გვერდზე ადგილისა თუ ზომების მითითება.
გავიარეთ სახელმძღვანელოს მე-5 მოდული ,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება". ვნახეთ და განვიხილეთ სახელმძღვანელოს რესურსებში არსებული შეფასების ნიმუშები. შევქმენით ჩვენი პროექტებისთვის საჭირო შეფასების რუბრიკები.




Sunday, November 2, 2014

დღე მეექვსე



მეექვსე გაკვეთილზე ვისწავლეთ ბლოგში გვერდების შექმნა.
შევქმენით პორტფოლიოს გვერდი, სადაც განვათავსებთ პროექტის პორტფოლიოს.
ვისწავლეთ გვერდების დამატება.
გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია .






Tuesday, October 28, 2014

ჯინსები

დღე მეხუთე

 მეხუთე დღე დავიწყეთ პროექტების პრეზენტაციით, რამაც უფრო საინტერესო გახადა ჩემი მუშაობა პროექტზე.
ვისწავლეთ ვიდეოს მოძებნა და ბლოგზე განთავსება. მოვიძიე ჩემი პროექტის შესაბამისი ვიდეო (www. yutube com)საშვალებით და ავტვირთე  ჩემს  ბლოგზე.
ვისწავლეთ არასასურველი ვიდეოს წაშლა და ახლის ატვირთვა.





დღე მეოთხე





  • მეოთხე დღეს შევქმენით ბროშურა,ვისწავლეთ სად მოვიძიოთ ბროშურის სახეები და როგორ განვათავსოთ ბროშურაზე;
  • განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი;
  • მოვამზადეთ პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის(powert-point -ში) და კიდევ ერთხელ გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.